თბილისის გრან პრი. III დღე: ქართველებმა ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს!

AutoSharing Option
2 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში თბილისის გრან პრის მესამე დასკვნითი საშეჯიბრო დღე დასრულდა.

ადამ ოქრუაშვილმა (+100) ფინალში დამაჯერებლად სძლია უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე შებოჭა და შეხვედრა გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა. ოქრუაშვილმა ბოლო დღეს ქართველებიდნა ერთადერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი გუგა კიბორძალიძე და ლევან მათიაშვილი გავიდა. მათიაშვილმა კიბორძალიძეს სამი გაფრთიხლება მიაღებინა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მას დარჩა.

უშანგი მარგიანმა (90) ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრიტანელი მაქს სტიუარტი ვაზარით დაამარცხა.

სამწუხარო ფაქტი მოხდა ქალების
+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ელენე ქებაძეს წაგება ჩაეთვალა წესების დარღვევის გამო და ჩვენებური ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრის ტურნირში საბოლოოდ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 31 მარტს, 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვეხვედრაში ამირან პაპინაშვილს მოუგო. 66 კგ-ში კი პირველობა არავის დაუთმო ლაშა გიუნაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული