თბილისის გრან პრი: ბრინჯაოს მედლისთვის ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებს

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მხოლოდ ერთი, ისიც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის 17 წლის ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს, რომელსაც მეტოქედ ყაზახი ჟანსეი სმაგულოვი ეყოლება. გრიგალაშვილი 1/2-ფინალში შვედ ტომი მაციასთან დამარცხდა

ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება და მისი ლაივ-სთრიმით ნახვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეეძლება:

- თბილისის გრან პრი. II დღე. ფინალური ბლოკი [LIVE]

მედლისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ სხვა ქართველი ძიუდოისტები: ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ყველა -73),
კობა მჭედლიშვილი
და ნუგზარ ტატალაშვილი (-81). სანუგეშო ტურნირამდე მიაღწიეს ამბაკო ავალიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა (ორივე -81), მაგრამ იქ მეტოქეებს ვერ გაუმკლავდნენ.

სასტარტო შეხვედრებშივე დამარცხდნენ ჩვენი გოგონები: თეა სუხიტაშვილი და ნინო ოძელაშვილი (ორივე -70)

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 31 მარტს, საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო და ერთი ვერცხლი. 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვეხვედრაში ამირან პაპინაშვილს მოუგო. 66 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო ლაშა გიუნაშვილმა.

- თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველების ორი ოქრო და ერთი ვერცხლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული