ბაქოს გრან სლემი: ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
11 მარტს, ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) იბრძოლებს.

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაათართან დამარცხდა, მედლისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ რუსტამ ორუჯოვს დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ომარ ნიაზაშვილმა, შემდეგ კი დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

საქართველოს ორი ძიუდოისტი წარმოადგენდა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც. გიორგი პაპუნაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა, თამაზ კირაკოზაშვილმა კი სტარტზევე წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრან სლემზე 10 მარტს ბრინჯაო 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ მაინც ნუ წერთ , რომ დამარცხდა. კი არ დამარცხდა აზერების შეკვეთით მსაჯმა დაამარცხა, დავალება ქონდა მსაჯს რაც შეიძლება მალე მოეხსნა ლაშა, რადგან აზერები ფიქრობენ,რომ ორუჯოვისთვის კარგი იქნებ ალაშასთან მოგება განწყობილების გამოსაკეთებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ ლაშა მათ ამის საშუალებას არ მისცემს და უფრო დაამწუხრებს მათ, თუ რა თქმაუნდა იქაც მსაჯი არ ჩაერია...
თორნიკე
15:51 11-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული