ბაქოს გრან სლემი. I დღე: ლაშა გიუნაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 10 მარტს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა მოიპოვა. ლაშამ მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს ვაზარით მოუგო.

დღეს ამავე წონაში სტარტზევე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა თორნიკე ნაგლიაშვილი.

ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრები 11-კაციანი გუნდით 6 წონაში გამოდის, 12 მარტს დასრულდება.

საქართველოს ნაკრები
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი და ომარ ნიაზაშვილი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი
90 კგ - ნოდარ ბერიანი და უშანგი მარგიანი
100 კგ - დავით
ოზბეთელაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული