ნინო ბაციაშვილი მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს ტოლ-სწორად ეთამაშა

AutoSharing Option
20 დეკემბერს ყატარში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატებმა მოიყარეს თავი.

მთავარი პრიზის მაძიებელთა შორის არიან ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834), ასევე, 2700-იანთა კლუბის წევრები - ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), ვესლი სო (აშშ, 2775), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2766), ლი ჩაო (ჩინეთი, 2750), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2748), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2744).

ასევე, ქალთა შორის მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონები - ალექსანდარ კოსტენიუკი (რუსეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა, მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), ორგზის
ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და სხვები.

ქართველთაგან ტურნირში მონაწილეობენ ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სოფიო გურამიშვილი.

გუშინ, პირველ ტურში, ბაციაშვილი შავი ფიგურებით ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდა და მხედრების ენდშპილში მეტოქეები 57-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.

ხოტენაშვილი ვლადიმირ კრამნიკთან დამარცხდა, ძაგნიძემ მოჰამედ ტისირისთან (მაროკო) წააგო, ხოლო გურამიშვილს ფრანჩესკო რამბალდიმ გააჩერებინა საათი.

დღეს, მე-2 ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ბაციაშვილი-ჰარიკრიშნა (ინდოეთი), ალექსანდრ ზეიბი (გერმანია)-ძაგნიძე, შეიხ მოჰამადი (ინდოეთი)-ხოტენაშვილი, დას ჰეელოთპალი (ინდოეთი)-გურამიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული