ფიდეს განახლებულ რეიტინგში 10 ქართველია

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლებშიც 10 ქართველია.

მანდილოსნებში მეოთხე ადგილზეა ნანა ძაგნიძე. ათეულის სათავეშია ჩინელი ჰოუ იფანი (2683). მერე მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2583), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2559), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2543), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2542), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2529), პია კრამლინგი (შვედეთი, 2523)... 15. ნინო ბაციაშვილი (2498), 16. ბელა ხოტენაშვილი (2496), 21. ლელა ჯავახიშვილი (2486), 35. სალომე მელია (2452), 49. ნინო ხურციძე
(2432), 72. მერი არაბიძე (2390), 97. სოფიო გურამიშვილი (2368), 99. მაია ლომინეიშვილი (2365).

ვაჟებში 2834 პუნქტით უწინდებურად ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი მეწინავეობს. მის გარდა, პირველ ათეულში არიან: ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2796), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2788), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2778), უესლი სო (აშშ, 2775). ბაადურ ჯობავა 2673 პუნქტით 70-ეა.

20 წლამდე გოგონებში ორი წარმომადგენელი გვყავს: 17. ნინო ხომერიკი (2321) და 71. ნატო იმნაძე (2212).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული