ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერან მოჭადრაკეთა შორისაც მოიგო

AutoSharing Option
იტალიაში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

65 წელს გადაცილებულ მოჭადრაკე ქალთა ტურნირში თავი ისახელა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც წლეულს გაზაფხულზე ვეტერანთა ევროპის პირველობა მოიგო.

აპენინებზე მან კვლავ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი - ასპარეზობის ბოლო ტურში რუს ლუბა კუზნეცოვას დაუზავდა, ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

თამარ ხმიადაშვილმა მე-9 ტურში მონაკოელ იულია ლებელ-არიასს აჯობა და 6.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. 6-6 ქულას მოუყარეს თავი ლუდმილა ციფანსკაიამ (ისრაელი) და ვალენტინა კოზლოვსკაიამ (რუსეთი).
უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ციფანსკაიას ერგო.

ამავე ასაკის მამაკაცაბში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ვლადიმირ ახოტნიკი (საფრანგეთი, 9.5), 2. ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი, 8.5), 3. ვიქტორ კუპრეიჩიკი (ბელარუსი, 8).

50 წელს გადაცილებულ მანდილოსნებში ნინო მელაშვილი 5.5 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა, 5 ქულით ციალა ქასოშვილი მეცხრე იყო, ხოლო ლელა თანდაშვილი 4.5 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა. 6-6 ქულით, შესაბამისად, პირველი-მეოთხე ადგილები გალინა სტრუტინსკაიამ (რუსეთი), მარინა მაკროპულუმ (საბერძნეთი), პეტრა შულცმა (გერმანია) და ჰელენ მირამ (ავსტრია) გაინაწილეს.

მამაკაცებში 7.5 ქილით მე-6 იყო თბილისელი გიორგი ბაღათუროვი, 38. ვარლამ ვეფხვიშვილი (6 ქულა). 1. პრედრაგ ნიკოლიჩი (ბოსნია, 9.5), 2. ედუარდას როზენტალისი (ლიტვა, 9), 3. გეორგ მოხი (სლოვენია, 8.5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული