ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში: საქართველოს ქალთა ნაკრებმა საფრანგეთს აჯობა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნინო ბაციაშვილი, დავით ჯოჯუა, ბელა ხოტენაშვილი
ერთდღიანი შესვენების შემდეგ რეიკიავიკში გუშინ, 19 ნოემბერს, განახლდა მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-6 ტურში კვლავ წარმატებით ითამაშა - საფრანგეთის გუნდს 2.5:1.5 აჯობა (ნანა ძაგნიძე-მარი სებაგი 0.5:0.5, ელმირა სკრიპჩენკო-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-სოფი მილე 0:1, სილვია კოლასი-ნინო ბაციაშვილი 0:1) და 10 ქულას მოუყარა თავი.

შეჯიბრების ერთპიროვნული ლიდერი რუსეთი უკრაინას დაუზავდა - 2:2 (მარია მუზიჩუკი-ალექსანდრა კოსტენიუკი 1:0, კატერინა ლაგნო-ანა მუზიჩუკი 1:0, ნატალია ჟუკოვა-ვალენტინა გუნინა 1:0, ალექსანდრა გორიაჩკინა-ანა უშენინა 0:1). რუსებს 6 ტურის
შემდეგ 11 ქულა აქვთ და ისევ პირველ ადგილზე არიან. საქართველოს ნაკრები მეორეზეა.

საქართველოს ვაჟთა გუნდს გუშინ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა - რუსეთის ნაკრები, რომელსაც მედგარი წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა - 1.5:2.5 (ბაადურ ჯობავა-ალექსანდრ გრიშჩუკი 0.5:0.5, ევგენი ტომაშევსკი-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0, ლევან ფანცულაია-ივან ნეპომნიაშჩი, დმიტრი იაკოვენკო-ლუკა პაიჭაძე).

რუსეთი 11 ქულით მეწინავეობს. მას ქულით ჩამორჩება საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც უკრაინელებს მოუგო - 2.5:1.5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული