ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა უკრაინელები დაამარცხეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ბაადურ ჯობავა
გასულ უქმეებზე რეიკიავიკში დაიწყო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მანდილოსანთა 30 და მამაკაცების 36 ნაკრები მონაწილეობს.

ქალთა შეჯიბრების პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს სძლია - 3.5:0.5 (ქრისტინა პავლიკოვა-ნანა ძაგნიძე 0:1, კაროლინა ოლსაროვა-ლელა ჯავახიშვილი 0:1, ოლგა სიკოროვა-ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5, ევა კულოვანა-მერი არაბიძე 0:1).

იმავე დღეს რუსეთმა საბერძნეთს მოუგო - 3:1, უკრაინამ ინგლისი დაამარცხა - 2.5:1.5, პოლონეთი-ავსტრია 3.5:0.5, სლოვენია-საფრანგეთი 1:3, სომხეთი-ლატვია 2.5:1.5.

მეორე ტურში ჩვენმა ქალთა ნაკრებმა თურქეთს აჯობა - 2.5:1.5 (ნანა ძაგნიძე-ეკატერინა ატალიკი 1:0, ბელა ხოტენაშვილი-ბეთულ ილდიზი
0:1, ლელა ჯავახიშვილი-კუბრა ოზთურქი 0.5:0.5, ნინო ბაციაშვილი-ხაიალა ისკანდაროვა 1:0).

ფავორიტთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: სომხეთი-რუსეთი 1:3, ესპანეთი-სერბეთი 2:2, უკრაინა-პოლონეთი 3.5:0.5, იტალია-აზერბაიჯანი 3:1, საფრანგეთი-რუმინეთი 2:2.

გუშინ მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველო უკრაინას დაუპირისპირდა: მსოფლიოს ჩემპიონმა მარია მუზიჩუკიმ ნანა ძაგნიძეს მოუგო, ანა მუზიჩუკი ბელა ხოტენაშვილს დაუზავდა. ბოლო ორ დაფაზე ჩვენებმა გაიმარჯვეს: ევროპის ორგზის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას ლელა ჯავახიშვილმა გააჩერებინა საათი, ინა გაპონენკო კი ნინო ბაციაშვილს დანებდა. საბოლოოდ 2.5:1.5 საქართველოს სასარგებლოდ.

დანარჩენი შეხვედრები: რუსეთი-იტალია 3:1, სერბეთი-უნგრეთი 1.5:2.5, ჰოლანდია-საფრანგეთი 0:4, ესპანეთი-გერმანია 1:3, რუმინეთი-ინგლისი 2.5:1.5.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირველ ტურში მშრალი ანგარიშით - 4:0 დაჯაბნა შოტლანდია (სტეფან მანონი-ბაადურ ჯობავა 0:1, ალან თეითი-მიხეილ მჭედლიშვილი 0;1, გრაჰამ მორისონი-ლევან ფანცულაია 0:1, ანდრეუ მური-ლუკა პაიჭაძე 0:1).

სტარტზე რუსებმა თურქებს აჯობეს - 3:1, ასეთივე ანგარიშით უკრაინამ რუმინეთს მოუგო, აზერბაიჯანმა - სლოვენიას, საფრანგეთმა - შვედეთს, ინგლისმა - იტალიას, ხოლო სომხეთმა 4:0 დაამარცხა ისლანდია.

მეორე ტურში ჩვენი ნაკრები ინგლისის ძლიერ გუნდს დაუზავდა - ყაიმზე შეთანხმდნენ მაიკლ ადამსი-ბაადურ ჯობავა, დავიდ ჰოველი-მიხეილ მჭედლიშვილი, ლიუკ მაკშეინი-ლევან ფანცულაია, გავაინ ჯონსი-მერაბ გაგუნაშვილი.

სომხეთი-საფრანგეთი 1.5:2.5, ესპანეთი-გერმანია 2.5:1.5, რუსეთი-საბერძნეთი 3:1, ჩერნოგორია-უკრაინა 1:3, აზერბაიჯანი-დანია 3.5:0.5.

გუშინ საქართველოს ვაჟთა ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდთან არკვევდა ურთიერთობას: ბაადურ ჯობავა-იან-კშიშტოფ დუდა 0.5:0.5, მიხეილ მჭედლიშვილი-გჟეგორჟ გაევსკი 0:1, ლევან ფანცულაია-მათეუშ ბარტელი 0.5:0.5, ლუკა პაიჭაძე-რობერტ კემპინსკი 1:0. როგორც ინგლისელებთან, პოლონელებთან მატჩიც ფრედ დასრულდა.

უკრაინა-აზერბაიჯანი 2.5:1.5, რუსეთი-ესპანეთი 2.5:1.5, საფრანგეთი-უნგრეთი 2:2, სერბეთი-ჰოლანდია 3:1, ნორვეგია-სომხეთი 1.5:2.5.

დღეს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული