ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა რეიტინგი გაიუმჯობესეს

AutoSharing Option
საქართველოს მოჭადრაკე ქალებმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში წარმატებული თამაშით რეიტინგი გაიუმჯობესეს და მსოფლიო კლასიფიკაციაშიც ადგილები განიმტკიცეს.

ნანა ძაგნიძე
ქალთა საუკეთესო ათეულში ისევ მესამე ადგილზეა. ასეულის სათავეში ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი იმყოფება 2683 პუნქტით.

შემდეგ მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2583), ნანა ძაგნიძე (2566), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2547), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2542), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2534), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2534), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), პია კრამლინგი (შვედეთი, 2524), ჩჟაო სიუიე (ჩინეთი, 2524). ძაგნიძის გარდა, საუკეთესო ასეულში არიან: 15. ბელა ხოტენაშვილი (2512), 16.
ნინო ბაციაშვილი
(2509), 21. ლელა ჯავახიშვილი (2479), 35. სალომე მელია (2452), 49. ნინო ხურციძე (2432), 59. მერი არაბიძე (2408), სოფიკო გურამიშვილი (2371), 98. მაია ლომინეიშვილი (2365).

20 წლამდე გოგონათა ასეულში მხოლოდ ორი წარმომადგენელი გვყავს – 23. ნინო ხომერიკი (2308) და 85. ნატო იმნაძე.

ვაჟთა ათეულში ასეთი მდგომარეობაა: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2850), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2803), ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ფაბიანო ნაკამურა (აშშ, 2787), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2781), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2781), ანის გირი (ჰოლანდია, 2778), უესლი სოუ (აშშ, 2767).

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერს, ბაადურ ჯობავას 2668 პუნქტით 75-ე ადგილი უკავია. 20 წლამდე ვაჟთა ასეულში ჩვენებურთაგან არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა საშინელებაა როდესაც პურს მეპურე არ აცხობს
sano
16:12 04-11-2015
0
ფაბიანო კარუანა
დათო
12:09 03-11-2015
0

სიახლეები პოპულარული