ფიდე-ს რეიტინგი: ნანა ძაგნიძე სამეულში ადგილს ინარჩუნებს

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდე-მ საოქტომბროდ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ქალთა საუკეთესო ათეულში ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მესამე ადგილი შეინარჩუნა.

კლასიფიკაციაში ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს 2672 პუნქტით. შემდეგ მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2578), ნანა ძაგნიძე (2573), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2549), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2542), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), ვალენტინა გუნინა (2529), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2528), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2525), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2524).

საუკეთესო ასეულში, ძაგნიძის გარდა, კიდევ რვა ქართველი დიდოსტატია: 14. ბელა ხოტენაშვილი (2502), 15. ნინო ბაციაშვილი
(2500), 29. ლელა ჯავახიშვილი (2463), 33. სალომე მელია (2452), 50. ნინო ხურციძე (2426), 63. მერი არაბიძე (2405), 98. მაია ლომინეიშვილი (2369), 101.სოფიკო გურამიშვილი (2365).

ვაჟთა ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2850), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2816), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2813), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2803), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2798), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2796), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2780), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2782), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2777), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2774).

ქართველ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას 2683 პუნქტით 56-ე ადგილი უკავია.

20-წლამდელებში გოგონათა შორის ნინო ხომერიკი (2295) 29-ეა, ხოლო ნატო იმნაძე (2221) - 61-ე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს მე-5 ტურია გრანპრიზე და ერთ სიტყვას არ წერს გაზეთი,მგონი უბრალოდ სირცხვილია
sano
14:14 08-10-2015
0

სიახლეები პოპულარული