ნანა ძაგნიძე ფიდეს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
აგვისტოში მოჭადრაკეთა საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ სასექტემბროდ ქალთა და ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

მანდილოსანთა საუკეთესო ათეულში მესამე საფეხურზე გადაინაცვლა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. კარგა ხნის განმავლობაში იგი მეოთხე იყო.

იუდიტ პოლგარმა, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში ქალთა საუკეთესო ასეულს, აქტიურ ჭადრაკს თავი დაანება. ამდენად, პირველ ადგილზეა ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (2671), მეორეა ინდოელი ჰამპი კონერუ (2578), მესამეზე - ნანა ძაგნიძე (2573). ათეულში შემდეგ მოდიან: ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2549), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2542), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა (2534), ალექსანდრა
კოსტენიუკი (რუსეთი, 2530), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2529), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2528), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2524).

ქალთა საუკეთესო ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, არიან: 14. ბელა ხოტენაშვილი (2502), 15. ნინო ბაციაშვილი (2500), 30. ლელა ჯავახიშვილი (2463), 34. სალომე მელია (2452), 51. ნინო ხურციძე (2425), 63. მერი არაბიძე (2403), 98. სოფიკო გურამიშვილი (2370), 99. მაია ლომინეიშვილი (2369).

ვაჟთა ასეულს 2853 პუნქტით უწინდებურად ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი უდგას სათავეში.

2800-იანთა კლუბში, მის გარდა, კიდევ ოთხი დიდოსტატია: ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2816), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2816), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2814), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2808). შემდეგ მოდიან: ანიშ გირი (ჰოლანდია, 2793), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2782), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2777), უესლი სოუ (აშშ, 2773), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2771).

ქართველ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას 2671 პუნქტით 71-ე ადგილი უკავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ქალბატონ ნანას წინსვლას! ვუსურვებ წარმატებებს და 2800-იან რეიტინგს.
ლუკა
14:57 02-09-2015
0

სიახლეები პოპულარული