ფიდემ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა - ნანა ძაგნიძე კვლავ მეოთხეა

AutoSharing Option
ივნისის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ 30 ივნისს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქალთა პირველ ათეულში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს ნანა ძაგნიძე, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ხანია, ტურნირებში არ უთამაშია.

2676 პუნქტით ასეულს ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს. ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2589), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2573), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2550), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2549), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2548), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2528).

ქალთა ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, კიდევ
რვა დიდოსტატია: 12. ბელა ხოტენაშვილი (2521), 17. ნინო ბაციაშვილი (2499), 35. ლელა ჯავახიშვილი (2463), 38. სალომე მელია (2456), 54. ნინო ხურციძე (2423), 69. მერი არაბიძე (2403), 95. სოფიკო გურამიშვილი (2370), 98. მაია ლომინეიშვილი (2369).

ვაჟთა საუკეთესო ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2853), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2816), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2816), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2814), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2797), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2791), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), სოუ ვესლი (აშშ, 2780), ალექსანდრ გრიშჩუკი (2771), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2765).

ქართველთაგან ბაადურ ჯობავა 2693 პუნქტით 52-ე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული