ანა გავაშელმა ბონასკეს ტურნირზე ქალებში მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ოთხი მოგება, ხუთი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა შეჯიბრება ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა ანა გავაშელმა ესპანურ ბონასკეში, რომელმაც მოჭადრაკეთა დიდ ტურნირს უმასპინძლა.

ბოლო მეათე ტურში გავაშელმა შავი ფიგურებით მასპინძელ ნიკოლას გარსიას აჯობა, მოაგროვა 6.5 ქულა და ქალებში მეორე ადგილი დაიკავა.

რაც მთავარია, მან რეიტინგი 36 პუნქტით გაიუმჯობესა. ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით ქალებში პირველი იყო ინდონეზიელი ირინე კარიშმა სუკანდარი.

ასევე, 6.5 ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი პოლონელ ანა კანტანეს ერგო. დიდოსტატი ქეთი წაწალაშვილი 5.5 ქულით მე-8
ადგილს დასჯერდა.

ბონასკეს ტურნირი 10 შესაძლებლობიდან 8-8 ქულით შვიდმა მოჭადრაკემ დაასრულა. კოეფიციენტების გათვალისწინებით პირველი-მესამე ადგილები ტამაშ ბანუშიმ, პეტერ პროხასკამ (ორივე-უნგრეთი) და იური კუზუბოვმა (უკრაინა) გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული