მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დღეს დამთავრდება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატები, რომელშიც წინა პირველობის გამარჯვებული საქართველოს მანდილოსანთა ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენმა ქალბატონებმა ბოლო ტურში უკრაინას 2,5:1,5 მოუგეს და ახლა 10 ქულით მეოთხე ადგილზე არიან. დღეს საქართველოს ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება.

განვლილ უქმეებზე სამი ტურის შეხვედრები გაიმართა. გაუწყებთ მათ შედეგებს:

VI ტური. საქართველო-ვიეტნამი 3:1 (ნანა ძაგნიძე-ლე ტაო ნგუენ დემი 0.5:0.5, ლელა ჯავახიშვილი-დი ბაო ჰოანგი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-დი კიმ ჰუანგ ვო 1:0, სალომე მელია-დი მაი ჰუანგ ნგუენი 1:0), აშშ-ჩინეთი 1:3, ინდოეთი-რუსეთი 1:3, ჰოლანდია-ეგვიპტე 3.5:0.5.

VII
ტური.
აზერბაიჯანი-საქართველო 1:3 (ზეინაბ მამედიაროვა-ნანა ძაგნიძე 0:1, გუნაი მამაზადა-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5, გულნარ მამადოვა-ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5, ულვია ფატალიევა-სალომე მელია 0:1), ეგვიპტე-უკრაინა 1.5:25, რუსეთი-პოლონეთი 3.5:0.5, ჩინეთი-ინდოეთი 2:2, ვიეტნამი-აშშ 2:2.

მე-8 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები შეჯიბრების ერთ-ერთ ლიდერ უკრაინას დაუპირისპირდა. მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე 24-ე სვლაზე დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ნატალია ჟუკოვა-ლელა ჯავახიშვილი, ინა გაპონენკო-ბელა ხოტენაშვილი.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, რომელმაც იულია ოსმაკს სძლია. საბოოლოდ წარმატებას საქართველომ მიაღწია – 2.5:1.5.

დანარჩენი მატჩები: აშშ-აზერბაიჯანი 2:2, ინდოეთი-ვიეტნამი 2.5:1.5, პოლონეთი-ჩინეთი 1:3, ეგვიტე-რუსეთი 0.5:3.5.

რვა ტურის შემდეგ: რუსეთი-14, უკრაინა-12, ჩინეთი-11, საქართველო, ინდოეთი-10-10, პოლონეთი-7, აშშ-6, აზერბაიჯანი, ვიეტნამი-5-5, ეგვიპტე 0 ქულა.

IX ტურში ითამაშებენ: საქართველო-აშშ, რუსეთი-უკრაინა, ჩინეთი-ეგვიპტე, ვიეტნამი-პოლონეთი, აზერბაიჯანი-ინდოეთი.

ვაჟები. VIII ტური.
ბელორუსი-პოლონეთი 1:3, ჩინეთი-ნორვეგია 3.5:0.5, ინდოეთი-რუსეთი 1.5:2.5, აშშ-უკრაინა 1.5:2.5, ეგვიპტე-თურქეთი 1:3.

რვა ტურის შემდეგ: ჩინეთი-14, რუსეთი-13, პოლონეთი-12, თურქეთი-10, ინდოეთი-9, აშშ-8, უკრაინა, ბელორუსი-6-6, ნორვეგია-2, ეგვიპტე-0 ქულა.

IX ტური.
თურქეთი-ბელორუსი, უკრაინა-ეგვიპტე, რუსეთი-აშშ, ნორვეგია-ინდოეთი, პოლონეთი-ჩინეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
................-ს
შენ სხვის ხმას აყოლილხარ,გეყურებინა პარტიებისთვის და ანალიზიც მერე გაგეკეთებინა!ამ გუნდს კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია,მხოლოდ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო
sano
07:29 28-06-2017
0
გიორგი,ტურნირის სწორი შეფასება შემდგომი წარმატებისთვის არის საჭირო.ქართველების გუნდს უჭირს და სწორი შეფასება უნდა მოხდეს.მოიგეს უკრაინასტან მარა სად იყო მაგარი თამაში?
sxva giorgi
07:54 27-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული