მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ისვე მარცხი, ამჯერად ჩინეთთან

AutoSharing Option
ბოლო წლებში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ასეთი უსუსური გამოსვლა არ მახსენდება. თავად განსაჯეთ - ხანტი-მანსიისკში, მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენებმა განვლილ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგეს აუტსაიდერ ეგვიპტესთან, ორი მატჩი ფრედ დაასრულეს და ამდენივეში დამარცხდნენ.

21 ივნისს საქართველოს ნაკრებს ჩინეთის გუნდმა მოუგო, თანაც დიდი ანგარიშით - 3.5:0.5 (ცზიუ ვენზიუნი-ნანა ძაგნიძე 1:0, თან ჟუნი-ლელა ჯავახიშვილი 1:0, თინჯი ლეი-ბელა ხოტენაშვილი 1:0, გო ცი-ნინო ბაციაშვილი 0,5:0.5).

თუ ასე გავაგრძელეთ, ჩემპიონატის ბოლოს, შესაძლოა, ეგვიპტელთა მეზობლად აღმოვჩნდეთ.

დანარჩენი შეხვედრები: პოლონეთი-უკრაინა 2:2, ეგვიპტე-ინდოეთი 1:3, რუსეთი-აშშ 2:2,
ვიეტნამი-აზერბაიჯანი 2.5:1.5.
ხუთი ტურის შემდეგ: რუსეთი (12,5), უკრაინა (12)-8-8, ინდოეთი (11.5)-7, ჩინეთი (11)-6, პოლონეთი (11)-5, აშშ (10.5), ვიეტნამი (10), საქართველო (10), აზერბაიჯანი (10)-4-4, ეგვიპტე (1.5)-0 ქულა.

მე-6 ტური: საქართველო-ვიეტნამი, უკრაინა-აზერბაიჯანი, აშშ-ჩინეთი, ინდოეთი-რუსეთი, პოლონეთი-ეგვიპტე.

ვაჟები. V ტური.
აშშ-ბელორუსი 2:2, ეგვიპტე-ინდოეთი 1.5:2.5, თურქეთი-ჩინეთი 2:2, უკრაინა-პოლონეთი 1:3, რუსეთი-ნორვეგია 3:1.

ხუთი ტურის შემდეგ: რუსეთი (14)-9, ჩინეთი (13.5), პოლონეთი (12.5)-8-8, თურქეთი (11)-7, ინდოეთი (11.5)-6, უკრაინა (9.5), აშშ (8.5)-4-4, ნორვეგია (7.5), ბელორუსი (7)-2-2, ეგვიპტე (5)- 0 ქულა.

მე-6 ტური: ბელორუსი-ნორვეგია, პოლონეთი-რუსეთი, ჩინეთი-უკრაინა, ინდოეთი-თურქეთი, აშშ-ეგვიპტე.

მოჭადრაკეები დღეს დაისვენებენ. ჩემპიონატი ხვალ განახლდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
შედეგი რომ დადო გუნდი უნდა გყავდეს შეკრული მუშტივით!უნდა იყოს ნავარჯიშები ისე როგორც რუსეთის ან ჩინეთის ნაკრები-და არა ერთ კვირიანი თუ ორ კვირიანი შეკრება მხოლოდ დელჩევის ანაბარად 4 წევრით,მეხუთე კი თუმცა ნაკრებშია მარა თურმე საგანგებოდ ემზადება ცალკე.განა ეს არ არის საკმარისიი,რომ ვთქვათ რომ გუნდი ფაქტიურად მოუმზადებელი შეხვდა ტურნირს! როდესაც ითხოვთ შედეგს გუნდი შესაბამისადაც უნდა იყოს მომზადებული და ბოლოს როდის იყო გამარჯვებულს უსვებდნენ გუნდიდან--მოვიდა ოლიმპიადა და გუნდს მიხედვა უნდა სერიოზული!ისე რომ იცოდეთ ნანა თუ პირველზე გავიდა ბელა მგონი ათეულში მოხვდა და ეს ამ პირობებში საკმაოდ ნორმალური შედეგია! ვინ აკლია ჩინელებს ეს რა გიკვირთ 1.5 მილიარდიან ქვეყანას რომელიც მსოფლიო ჩემპიონებს წარამარა აცხობს გაუჭირდა გუნდის დაყენება ,ხოლო რუსებს ეს თასი მოგებული დღემდე არ ქონდათ და აგერ რამდენი ხანია ოცნებად ქონდათ
sano
21:04 25-06-2017
0
კი გიორგი,მაგრამ ასე დაშლა?თვითონ ნაკრებში ხომ არაფერი მოხდა?მომზადება მგონი არაფერ შუაშია,უბრალოდ გუნდი ჩანს ბრძოლის უუნარო.
სოსო
10:59 23-06-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული