ბაადაურ ჯობავამ ევროპის ჩემპიონათზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ ჯობავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცუდი სტარტის შემდეგ ზედიზედ 7 პარტია მოიგო და პირველობა გაინაწილა!

დასკვნით ტურში ქართველმა დიდოსტატმა პონციანის დებიუტი აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი) წინააღმდეგ.

ჯობავამ, შუათამაშში მეტოქე ოსტატურად გადაითამაშა და მოგებული პოზიცია მიიღო. სამწუხაროდ, მე-40 სვლაზე დაშვებული უზუსტობით ფრედ დაასრულა შეხვედრა და დამსახურებული ჩემპიონობა დაკარგა.

საბოლოოდ, ქართული ჭადრაკის ლიდერმა 8,5 ქულით I-III ადგილები გაინაწილა:მაქსიმ მატლაკოვთან და ვლადიმირ ფედოსეევთან (რუსეთი) ერთად და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ჯობავა უკვე
სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი: ვერცხლი - 2010წ.; ბრინჯაო -2009;2016წ.

ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

2.ბაადურ ჯობავა (2713) - 8,5 ქულა (რეიტინგის ცვლილება:+6,6);
68.ზურაბ სტურუა(2555) - 7 ქულა (-7,3);
71. ლუკა პაიჭაძე (2568) - 6,5 ქულა (+13,4)
73.დავით ჯოჯუა (2581) - 6,5 ქულა (+8,8)
80.თამაზ გელაშვილი (2563) - 6,5 ქულა (+5,3);
89.მჭედლიშვილი (2605) - 6,5 ქულა (-3,2);
103. თორიკე სანიკიძე (2518) - 6,5 ქულა (+5,6);
130.ლევან ფანცულაია (2594) - 6 ქულა (-8,9);
251.მერი არაბიძე (2374) - 5,5 ქულა (+9,5);
266. ნოე თუთისანი (2347) - 45 ქულა (+27,4).

მომზადებულია gcf.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ბაადურს ამ შესანიშნავ მიღწევას! ის პროგრესირებს და ეს სასიხარულოა. ვუსურვებ ასეთივე წარმატებებს და დიდ გამარჯვებებს მომავალში!
ლუკა
18:40 11-06-2017
0

სიახლეები პოპულარული