საქართველოში შესაძლოა კუნგ-ფუში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართოს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი კუნგ-ფუში ივლისის ბოლოს რუსეთში, ქალაქ მოსკოვში გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით და როგორც საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე იყო მიწვეული.

ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ფანჩულიძემ ახალი ამბავი გვიამბო.

"ჩემპიონატი ძალიან დიდ დონეზე იყო ორგანიზებული, მასში მონაწილეობას იღებდა 38 ქვეყნის წარმომადგენელი, სულ 2800 სპორტსმენი.

ასევე, ტურნირის ფარგლებში გაიმართა ფორუმი, სადაც განიხილებოდა მიმდინარე პრობლემები და სამომავლო გეგმები.

კუნგ-ფუს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ფუ-ბიაომ და ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა იმისი, რომ ევროპის და ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატი უახლოეს
მომავალში საქართველოში გაიმართოს", - განგვიცხადა საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში ოლეგ ფანჩულიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული