სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა

AutoSharing Option
30 ივლისს, მძლეოსნურ გეზრბენსა და მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად 2015 წლის შემოდგომიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომლის დასკვნითი ეტაპი 16-31 ივლისამდე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის მომავლის ბანაკში გაიმართა.

მძლეოსნური გეზრბენი. ოლიმპიადა 2016

გოგონებში: I ადგილი სოფ. რუხის (სამეგრელო) საჯარო სკოლა
II ადგილი - წეროვნის (მცხეთა მნთიანეთი)N3 საჯარო სკოლა
I
II ადგილი - ახალციხის (სამცხე-ჯავახეთი) N3 საჯარო სკოლა

ვაჟებში: I ადგილი - თბილისი N120 საჯაროსკოლა
II ადგილი - სოფ. კონდოლის(კახეთი)საჯაროსკოლა
III ადგილი - ახალციხის(სამცხე-ჯავახეთი)N2 საჯარო

მინი ფეხბურთი. ოლიმპიადა 2016
I ადგილი - თბილისის N2 საჯარო სკოლის გუნდი
II ადგილი - აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა
III ადგილი - გორის (შიდა ქართლი) N3 საჯარო სკოლა
გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

გარდა ჩემპიონებისა და პრიზიორებისა, დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლე სპორტსმენები:

საუკეთესო მძლეოსანი გოგონებში ჰასმიკ მარქარიანი (სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის N3 საჯ. სოლა),
ვაჟებში - დავით მოგელაძე (თბილისის N120 საჯ. სკოლა), საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მაკარაშვილი.

ასევე საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული - ლუკა ჯანაშია, რომელსაც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ აბზიანიძემ ნაკრების ბურთი გადასცა.

დასახელდა საუკეთესო შედეგის მქონე დელეგაციაც, თბილისმა ოლიმპიადის თოთხმეტი სახეობიდან 7 სახეობაში, ჯამში 56 ოქროს მედალი მოიპოვა. სამეგრელო ზემო სვანეთის დელეგაციამ 3 სახეობაში 23, იმერეთმა 2 სახეობაში 18, ქვემო ქართლმა 13, კახეთმა კი 5 ოქროს მედალი.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისაგან სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე, ოლიმპიადის მსაჯებს, კომისრებს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის მომავლის ბანაკის ადმინისტრაციასა და ლიდერებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული