მინი-ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
28 ივლისს მინი-ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ფინალისტები გამოვლინდნენ.

I ნახევარფინალურ თამაშზე ერთმანეთს თბილისის N2 საჯარო სკოლა და შიდა ქართლის N3 საჯარო სკოლა შეხვდნენ.

მეტოქეებმა ორივე ტაიმი ფრედ დაასრულეს და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაინიშნა. პენალტების სერიაში თბილისის გუნდმა მოწინააღმდეგე 4:2 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

შემდეგი შეხვედრაც აფხაზეთის N7 საჯარო სკოლასა და იმერეთის ქუთაისი N40 საჯარო სკოლას შორის 0:0 დასრულდა და მსაჯმა პენალტების სერია დანიშნა, მაგრამ პენალტების სერიაც 3:3 დამთავრდა.

მატჩი დარტყმის პირველ აცილებამდე გაგრძელდა, რომელშიც "აფხაზეთმა" 5:4 დაამარცხა მეტოქე.

29 ივლისს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონის ტიტულისთვის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლისა და თბილისის N2 საჯარო სკოლის გუნდები იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული