WADA: 1-ელ მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯში 1 მკგ-მდე მელდონიუმი დასაშვებია

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) განცხადება გააკეთა აკრძალულ პრეპარატ მელდონიუმთან დაკავშირებით, რომლის მოხმარება სპორტსმენებს 1-ელი იანვრიდან ეკრძალებათ. სააგენტომ დოპინგ-სინჯებში დასაშვები მაჩვენებლები დაადგინა, რაც პრეპარატის გამოყენებაში ბრალდებულ არაერთ სპორტსმენს დისკვალიფიკაციას აარიდებს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში მელდონიუმის კვალი ერთბაშად ექვს ქართველ მოჭიდავეს აღმოუჩინეს, რომელთაგანაც სამმა თავდაპირველი დასკვნა გააპროტესტა, თუმცა ვენის ლაბორატორიიდან განმეორებით, B ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა.

[დღის თემა] დოპინგ-სკანდალი - საიდან გაჩნდა მელდონიუმი?

"ის შემთხვევები, როდესად დოპინგ-სინჯში მელდონიუმის დოზა 1 მიკროგრამამდეა და სინჯი აღებულია 2016 წლის 1-ელ მარტამდე, გაიგივდება 2016 წლის 1-ელ ინვრამდე
დაფიქსირებულ შემთხვევებთან და ჩაითვლება, რომ სავარაუდოდ, სპორტსმენი პრეპარატს გამიზნულად არ იღებდა მისი აკრძალვის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, კვლევა გაგრძელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მელდონიუმის კონცენტრაცია 15 მიკროგრამს აღემატება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული