დღის კარიკატურა: აი, ვინაა საუკეთესო!

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" წლის სპორტსმენად ზაზა ფაჩულია დაასახელა და უმალ გაჩნდა შეკითხვები: რატომ ზაზა და არა მამუკა გორგოძე? ...და არა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი?

გაზეთ "ლელოს" მკითხველთა გამოკითხვაში გორგოძემ გაიმარჯვა. ზაზა და ლადო?

ახლახან სპორტის სამინისტრომ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა.

...და ისევ შეკითხვები: ფაჩულია და გორგოძე? კალათბურთი და რაგბი დაავიწყდათ?

აი, ჩვენი პასუხი: ფაჩულიაც, გორგოძეც და ხინჩეგაშვილიც!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძიუდოში როგორც ტარდება გუნდური მსოფლიო ჩემპიონატები, ესევეა ჭადრაკშიც... ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და როგორ არ უნდა ეღიარებინათ... რა თქმა უნდა, სპორტის სათამაშო სახეობებს სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობის იგნორირება არასწორი იქნებოდა! ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ეს აღიარება ნამდვილად დაიმსახურა!
კობა კვიკვინია
11:25 30-01-2016
0
თქვენი პასუხი მისაღებია. აი, სპორტის სამინისტრომ საუკეთესო გუნდად ქალთა საჭადრაკო ნაკრები რომ დაასახელა, აბსურდია. ჭადრაკი საერთოდ არ არის სპორტის გუნდური სახეობა. შესაბამისად, არათუ საუკეთესო, ამ ნომინაციაში მონაწილეობაც არ უნდა მიეღოთ. სპორტის გუნდურ სახეობაში საუკეთესო რა თქმა უნდა, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებია. ისინი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდნენ, სადაც მხოლოდ ერთი ქულით, ძალზე თანაბარ მატჩში დამარცხდნენ მომავალ ფინალისტთან, ლიტვის ნაკრებთან. რაგბისტებმაც გამოიჩინეს თავი. თუმცა, მოგეხსენებათ, რაგბს ძალზე ცოტა ქვეყანაში თამაშობენ და თუნდაც ევროპის რეალურ გრანდებთან თანაბარ თამაშზე ჯერ ლაპარაკიც არ არის. მოკლედ, ყველაზე დიდი წარმატების მიუხედავად, კალათბურთს ძალიან ჩაგრავენ.
თენგო
11:28 13-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული