სხვადასხვა

საინტერესო ამბები

ტაიგერ ვუდსი მეძავებს ვერ ელევა

AutoSharing Option
თანამედროვე სამთო თხილამურების ვარსკვლავმა, 30 წლის ამერიკელმა ლინდსი ვონმა პირველად ილაპარაკა ჟურნალისტებთან ლეგენდარულ გოლფისტთან ტაიგერ ვუდსთან დაშორების მიზეზების შესახებ.

ვონი და ვუდსი თითქმის სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მათი ურთიერთობა დაახლოებით ორი თვის წინ შეწყდა. დაშორების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა - "დროის ერთად გატარების დეფიციტი". რეალური მიზეზი კი სულ სხვა ყოფილა და მის შესახებ ყველამ კარგად უწყის.

როგორც ვონმა განაცხადა, ტაიგერ ვუდსი სექსზე დამოკიდებული ნაძირალაა, რომელიც მოთხილამურეს მუდმივად ღალატობდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან. გოლფისტმა ამის შესახებ თავად განუცხადა ლინდსის.

ოლიმპიურ ჩემპიონამდე, ამგვარი
დამცირება გადაიტანა ვუდსის მეუღლემ ელინ ნორდეგრენმა. ამ უკანასკნელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი გაყრაზე და შვილებზე მეურვეობის უფლება ჩამოართვა გოლფისტს.

როგორც თავის დროზე ერთ-ერთმა მეძავმა ჟურნალისტთან საუბარში აღიარა, ტაიგერმა მას ექვსი პაემანის სანაცვლოდ 40 ათასი დოლარი გადაუხადა. ხოლო ელიტურ მეძავთან ლორედანა ჯოლისთან ერთი ღამის სანაცვლოდ, ვუდსს 15 ათასი დოლარი არ დაენანა.

გოლფისტის ერთ-ერთი მეგობრის სიტყვებით, 39 წლის ტაიგერისთვის სექსი არაფერს ნიშნავს. ის უბრალოდ ამ ხერხით იხსნის დაძაბულობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"