რუსი ტანმოვარჯიშე
კაროლინა სევასტიანოვა ჯერ სულ 20 წლისაა, თუმცა საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო: 2012 წელს ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დაისაკუთრა დსთ-ის ყველაზე ლამაზი სპორტსმენი გოგონას ტიტული, შემდეგ მამაკაცთა ჟურნალ "მაქსიმის" ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Sportall.ge-ს ყურადღება დაიმსახურა :)
ხუმრობა იქით იყოს და, ვფიქრობთ, მკითხველებს იმედებს არ გაგიცრუებთ - კაროლინა მართლა ძალიან ლამაზია; აი, რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, მოკლედ მოგახსენებთ, რომ გოგონა კიევში დაიბადა, ლონდონი 2012-ზე წარმატების შემდეგ კი სპორტული კარიერა დაასრულა და უნივერსიტეტში სწავლას მიჰყო ხელი.
სპორტის დამსახურებული ოსტატი კაროლინა ამჟამად რუს ჰოკეისტ
ალექსანდრ ოვეჩკინთან მეგობრობს.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა