8 თებერვალს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 8 თებერვალს გამოვა ჟურნალ "ლელო week"-ის მე-9 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

ერთი კვირის მოვლენების ტრადიციულ მიმოხილვას;

გთავაზობთ ინტერვიუს ვიქტორ სანიკიძესთან, რომელშიც წაიკითხავთ ევრობასკეტი 2015-ის წილისყრის შეფასებას და სხვა საინტერესო მოსაზრებებს;

ინტერვიუებს გელა კეტაშვილსა და გიორგი დემეტრაძესთან;

გაგახალისებთ ჟოზე მოურინიოს ფრთიანი ფრაზების გახსენება;

რუბრიკით - "პორტრეტი" - გთავაზობთ კონსტანტინე გოგიშვილის წერილს: "ბომბარდირი ღმერთისგან", რომელიც ეძღვნება რამაზ შენგელიას;

"უკვე გავიზარდე" - ამ სათაურით იბეჭდება ინტერვიუ ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავ სესკ ფაბრეგასთან;

ქალი ფეხბურთში - ვინ არის ბარბარა ბერლუსკონი?

აქვეა ინტერვიუ ძიუდოისტ
ლაშა შავდათუაშვილთან
;

ასევე, ინტერვიუ წყალბურთელ რევაზ ჩომახიძესთან, რომელიც საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა;

წერილი რაგბის ვარსკვლავ ჯონა ლომუზე და სხვა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული