დღის სუპერგოგონა: შვედეთის ნაკრების სექს-სიმბოლო ვერონიკა ტორსელი [PHOTO]

AutoSharing Option
ამას წინათ შვედეთის ნაკრების სექს-სიმბოლომ, მოდელმა ვერონიკა ტორსელმა გაამართლა თავისი წოდება და როგორც კი ნაკრებს მისი მხარდაჭერა დასჭირდა, უმალ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

მშვენიერ ვერონიკას ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გამხნევება სურდა პორტუგალიასთან მუნდიალი 2014-ის პლეი-ოფის მატჩების წინ და თავი არ დაუზოგავს.

მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია კრიშტიანო რონალდოს და მის თანამემამულეებთან ორრაუნდიან დუელში დამარცხდნენ, მაგრამ ამაში ცხელი შვედი ასულის ბრალი ყველაზე მცირეა...

ვერონიკამ, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბრაზილიის საგზური მაინც პორტუგალიელებმა მოიპოვეს.

ისე კი, ქალბატონ ტორსელს დიადი საფეხბურთო მიზნებით ადრეც
მოუშიშვლებია მკერდი. კლუბებიდან ის "გოტებორგს" სწყალობს და უწინ სწორედ მის მხარდასაჭერად გაპრანჭულა კამერების წინ.

ჰოდა, ისე როგორ იქნებოდა, ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში არ დაგვეთმო მისთვის ადგილი?!
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული