"სილქნეტის" მხარდაჭერით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები წარმატებით ჩატარდა

AutoSharing Option
მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველო და
ისტორიული კურორტი კიდევ ერთხელ მოექცა. ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში
ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპები - მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში,
მიმდინარეობდა.

მსოფლიო თასის ეტაპმა ბაკურიანში  აიღო სტარტი და 22-23 დეკემბერს 16 ქვეყნის (აშშ,
კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი
იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები) 90 სპორტსმენს
მისცა შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინა საკვალიფიკაციო ქულები.

საშეჯიბრო ტრასა კოხტას მთაზე მოეწყო, რაც საერთაშორისო სათხილამურო
ფედერაციის მხრიდან მოგულის დისციპლინისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელ
ტრასად არის მიჩნეული. აქ,
წინაღობებით მოწყობილ ფერდობზე, მოგულისა და დუალ
მოგულის სანახაობრივი შეჯიბრება გაიმართა.

სპორტსმენები საჰაერო მანევრების ხარისხითა და სისწრაფით შეფასდნენ. დუალ მოგულში ავსტრალიის (ქალები) და კანადის (კაცები) მოთხილამურეები გავიდნენ პირველ ადგილზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ავსტრალიის (ქალები) და იაპონიის (კაცები) სპორტსმენები დაწინაურდნენ.

წლევანდელ შეჯიბრებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან
ესწრებოდნენ: შეჯიბრების დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი
ალექს სპანი.

2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი და გუდაური საერთაშორისო
სათხილამურო ფედერაციის (FIS) 3 მასშტაბურ სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს. 

ორივე კურორტი ყოველწლიურ კალენდარშია შეყვანილი.

3-4 თებერვალი  - მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში, სნოუბორდ კროსი;

10-11 თებერვალი - მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში, სქი ქროსი

ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო
ფედერაციის ორგანიზებით იმართება. შეჯიბრების მხარდამჭერი კომპანია "სილქნეტი" იყო.

2023 მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ საქართველოსადმი
ინტერესი გაიზარდა. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული სპორტული
ღონისძიების წარმდგენი "სილქნეტი" იყო, რომელიც ათეულ წელზე მეტია  საქართველოს
სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.
კომპანიის მხრიდან თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე, რის შედეგადაც ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. დღეს უკვე საქართველო FIS-ის კალენდარში შვეიცარიის,
საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო
ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული