მსოფლიოს ყოფილ მეოთხე ჩოგანს მამა ყოველდღე სცემდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, 34 წლის ავსტრალიელმა ელენა დოკიჩმა 3 წლის წინ დაანება თამაშს თავი, ახლახანს ავტობიოგრაფიული წიგნი "გაუტეხავი" გამოსცა და მკითხველს მოუთხრო, თუ რა დღეში აგდებდა მისი მამა დემირი:

"ორი წლის მანძილზე ყოველდღე მცემდა და ისე მივეჩვიე, რომ ეს ნორმალურად მეჩვენებოდა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. გონების დაკარგვამდე მცემდა.

ქამრით მცემდა. თავისი ყავისფერი ქამრის შეხსნას რომ დაიწყებდა, ტანში შიშისგან ჟრუანტელი მივლიდა. ტირილის და ყვირილის უფლებაც არ მქონდა. თუ ვიტირებდი, უფრო მეტს მირტყამდა. მაისურს მხდიდა, რათა დარტყმული უფრო მტკივნეული ყოფილიყო.
ბოზს და საქონელს მეძახდა".

ელენამ ვერ მოითმინა და 18 წლისა სახლიდან გაიქცა, მამამისი კი ავსტრალიის ელჩს მოკვლით დაემუქრა, სერბეთში ციხეში იჯდა და 2010 წელს განთავისუფლდა.

მამა-შვილი დღესაც უბრად არიან. ელენა ჩოგბურთის ტურნირზე Australian Open-ზე ტელეკომენტატორად იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული