სხვადასხვა

ოლიმპიზმი

გენო პეტრიაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ!

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნებულმა გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

"რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის ბრინჯაოზე ბევრად მნიშვნელოვანი ოქროს მედალია, თანაც ოლიმპიადა ისეთი რამაა, სადაც მხოლოდ მოსაგებად მიდიხარ.

მეც ოქროს მედლისთვის ჩავედი იქ, თუმცა არ გამოვიდა, რას ვიზამთ... ვერ შევძელი, დასანანი მარცხი ვიწვნიე, თუმცა არც ეს შედეგია ცუდი. ჩემი მარცხი არ
ასოცირდება ფიზიკურ დაღლასთან - სპორტია და მაჯობა მეტოქემ.

მთლიანობაში კი ბიჭებმა დავანახეთ ყველას, რომ, პატარა , მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.