სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: გენო პეტრიაშვილს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4-ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.

რეპეშაჟში პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც გენომ ანგარიშით 9:2 შეძლო და ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია. მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო (4:4), ეს უკანასკნელი კი ფინალში გავი
და.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.