სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4- ფინალში დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.