სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: სანდრო ამინაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა სანდრო ამინაშვილმა.

ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ქართველი ფალავანი 1/8-ფინალურ შეხვედრაში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკის დაუპირისპირდა და დამარცხდა - 2:2, თუმცა ორქულიანი შეტევით უპირატესობა პოლონელს მიენიჭა.

იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი მოჭიდავე ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ