გიორგი ასანიძე: მომხდარს ვერ წარმოვიდგენდი - მადლობა უფალს დღის ლამაზი დასასრულისთვის...

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ რიოში გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს, ირაკლი თურმანიძემ (+105) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

"ძალიან გახარებული ვარ. ლაშას ოქროს, ირაკლის ბრინჯაოს, მათ გამარჯვებას კი მთელ საქართველოს ვულოცავ. ჩვენი მიზანი რაც იყო ამ ეტაპზე, მაქსიმალურად შევასრულეთ. მომხდარს ვერც წარმოვიდგენდი, თუმცა ასე მოხდა და მადლობა
უფალს, დღის ასეთი ლამაზი დასასრულისთვის...

ამ სიხარულს კიდევ ის შრომა და მუშაობა განაპირობებს, რომელიც საამისოდ ჩავდეთ. ყველა იმ ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში გვედგა - სახელმწიფო უწყებებსა და ფედერაციებს.

სპორტში ბევრ რამეს თავად შეჯიბრების პროცესი გკარნახობს და ხანდახან გვიწევს მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლაც. ტალახაძეს რომ არ შესძლებოდა იმხელა წონის დაძლევა, არც გავრისკავდით, მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა მისი და მჯეროდა, რომ მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა", - გვითხრა ასანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული