სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო და 1/2-ფინალშია

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე გამარჯვება იზეიმა  შმაგი ბოლქვაძემ (66) და ნახევარფინალში გავიდა.

22 წლის ბათუმელმა ფალავანმა 1/4-ფინალში 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხდა - 2:0.

მანამდე მერვედფინალში ბოლქვაძემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია - 3:0.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.