სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: კობლიაშვილმა და ქაჯაიამ გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა - რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ (130).

კობლიაშვილი მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლას ვერ გაუმკლავდა, მანამდე კი მან მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო.

მეოთხედფინალში, რუს სერგეი სემიონოვთან დამარცხდა ქაჯაია. სასტარტო შეხვედრაში მან ბრაზილიელ ედუარდ სოღომონიანს მოუგო, მერვედფინალში კი უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის.

აღსანიშნავია, რომ 85 კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი დავით ჩაკვეტაძე გახდა. 130 კგ-ში კი კუბელი მიჯაინ ლოპესი.

16 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში 66 კგ-ში შმაგი ბოლქვაძე, ხოლო 98 კგ-ში რევაზ ნადარეიშვილი იჭიდავებენ.