სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსი მოჭიდავე ფინალში გავა, ქაჯაია რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ სასტარტო შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის შეხვდა, რომელიც სუფთად დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.