სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: იაკობ ქაჯაიამ სუფთად იმარჯვა და მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით ასპარეზობს იაკობ ქაჯაია (130 კგ).

სასტარტო შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან მოპოვებული გამარჯვების (8:0) შემდეგ, ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის შეხვდა. ქართველმა მეტოქე სუფთად დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.