სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მერვედფინალში დამარცხდა რობერტ კობლიაშვილი (85), რომელიც გერმანელ დენის კუდლას ვერ გაუმკლავდა.

პირველი პერიოდი 0:0 დასრულდა. ამის შემდეგ პირველი ქულა ევროპის ქართველმა ვიცე-ჩემპიონმა მოიპოვა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე გერმანელმა შეძლო გათანაბრება. უპირატესობა ბოლოს მოპოვებულ ქულას ენიჭება და 1/4-ფინალში კუდლა გავიდა. გააგრძელებს თუ არა კობლიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას, კუდლას შედეგებზეა დამოკიდებული.

სასტარტო შეხვედრაში რობერტ კობლიაშვილმა მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.