სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: იაკობ ქაჯაიამ პირველი შეხვედრა იოლად მოიგო

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით ჩაება იაკობ ქაჯაია (130 კგ).

წყალტუბოელმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრა ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან გამართა და მეტოქე პირველსავე პერიოდში დაამარცხა - 8:0.

იაკობ ქაჯაიას მეტოქე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკისა და ეგვიპტელ მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფს შორის გამარჯვებული იქნება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.