რიო 2016: რობერტ კობლიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ), რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ჩოქბჯენში ვერ გამოიყენა შანსი და პირველი პერიოდი 0:0 დასრულდა. მეორე პერიოდში ჩოქბჯენში უკვე კობლიაშვილი დადგა, თუმცა ვერც მისმა მეტოქემ ისარგებლა. სამაგიეროდ, ამ შემდეგ ქულების დაგროვება ქართველმა ფალავანმა მოახერხა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 5:0.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ვართ მზად ოლიმპიადისათვის! დროზე ჩამოდით, ყანებია მისახედი, არაა ტქვენთვის ოლიმპიადა!
პეტრე კუპრი
17:58 15-08-2016
0
ვიდეოებს ვერ დებთ?
გიორგი
17:26 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული