სხვადასხვა

ოლიმპიზმი

მსაჯების თხოვნით, სალომე ფაჟავა ოლიმპიადაზე "რაჭულის" თანხლებით გამოვა

AutoSharing Option
ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე საგნით სხვადასხვა მუსიკის ფონზე ივარჯიშებს, ერთ-ერთი კი "რაჭული" იქნება.

საქმე ისაა, რომ ტანმოვარჯიშეები ყოველი ახალი სეზონის წინ პროგრამას ცვლიან - ვარჯიშსაც და მუსიკასაც. ფაჟავას კი, რომელმაც "რაჭულის" თანხლებით ჯერ მოსკოვის გრან-პრიზე, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ოლიმპიადისთვის იგივე პროგრამის დატოვება სთხოვეს.
იხილეთ ვიდეო
სალომე ფაჟავა მოსკოვის გრან-პრიზე გურზებით რაჭულის ფონზე გამოვიდა
Sportall.Ge

ამგვარად, ქართველი ტანმოვარჯიშე, რომელიც რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 19 აგვისტოს იასპარეზებს, გურზებით "რაჭულის" თანხლებით ივარჯიშებს.