სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ლუბა გოლოვინა: გმადლობთ და ბოდიში, საქართველოს მედალი რომ ვერ მოვუტანე...

AutoSharing Option
ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გოლოვინამ გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა, რითაც წინა, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

რიო 2016: ლუბა გოლოვინამ გამოსვლა რიოშიც მე-7 ადგილზე დაასრულა

"ჩემი მიზანი მედლის მოპოვება იყო, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ვიცი, ჩემი შესაძლებლობები - სხვა დროს უკეთ გამომსვლია, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია და აქ ყველა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ტრავმები, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და, სამწუხაროდ, მსაჯების არაობიექტურობაც.

როგორც იცით,
ფეხის სერიოზული ტრავმა მქონდა. აქ ჩამოსვლისას ტრავმამ კვლავ შემახსენა თავი - ექიმის კაბინეტიდან არ გამოვდიოდი. მადლობა იმ ექიმებს, ვინც ყველაფერი გააკეთეს, რათა ნაკლები ტკივილი მეგრძნო.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ამხელა მხარდაჭერისთვის. ბოდიში, რომ მედალი ვერ მოვუტანე საქართველოს. ძალიან ვეცადე, მაგრამ ამაზე არ გავჩერდები და ტოკიოსთვის ისე მოვემზადები, რომ შანსი არავის დავუტოვო!", - გვითხრა გოლოვინამ.