რიო 2016: ლუბა გოლოვინა ფინალში გავიდა

AutoSharing Option
12 აგვისტოს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით ჩაება ასპარეზობაში ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.

თბილისელმა სპორტსმენმა წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო შეჯიბრი, 98.285 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

რიოს თამაშები გოლოვინასთვის მესამე ოლიმპიადაა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე მე-6 ადგილი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ ლონდონში მე-7 ადგილს დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალში რომ გავიდა და მე-7 ადგილი რომ დაიკავა, მაინც კარგია.
არც ვიცოდი, რომ ამ სახეობაში გამოვდიოდით.
0

სიახლეები პოპულარული