სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობაში ჩაება ამირან პაპინაშვილი.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც კანადელ სერხიო პესოას დაუპირისპირდა და მეტოქეს ვაზარ-იუკოთი სძლია.

პაპინაშვილი მერვედფინალში ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდება. 

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ