ბაქო 2015: პირველი ევროპული თამაშების დახურვის ცერემონია [PHOTO]

AutoSharing Option
28 ივნისს პირველი ევროპული თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ოფიციალურად დასრულდა.

დახურვის ცერემონია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.

შოუს ორგანიზატორებმა 10 ათასი პიროტექნიკური საშუალება გამოიყენეს, ხოლო დახურვის ცერემონიაში 1600 ვოლონტიორი მონაწილეობდა.

პირველი ევროპული თამაშები 17 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში სპორტის 20 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა დელეგაციამ, საერთო ჯამში, 16 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. საბოლოო ჯამში, საქართველომ ქვეყნების ჩამონათვალში 21-ე ადგილი დაიკავა.

მედლების უბრალო ჩამონათვალით, საქართველო 16 მედლით მე-14 ადგილს იკავებს.

ბაქოს
ევროპული თამაშები უდიდესი უპირატესობით რუსულმა დელეგაციამ მოიგო, რომლის ანგარიშზე 164 მედალია (79 ოქრო, 40 ვერცხლი, 45 ბრინჯაო).

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი: 56 მედალი (21 ოქრო, 15 ვერცხლი, 20 ბრინჯაო). მესამეზე დიდი ბრიტანეთი გავიდა - 47 მედალი (18 ოქრო, 10 ვერცხლი, 19 ბრინჯაო).
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული