სოჭი 2014: დევიდ კემერონი სოჭში არ ჩავა

AutoSharing Option
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი არ აპირებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას.

ამით, კემერონი მიბაძავს აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ძლიერი ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებიც არ ჩავლენ რუსეთში, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხაზი გაესვა იმას, რომ კემერონის უარი არ უკავშირდება რუსეთში მიღებულ კანონს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე.

"პრემიერს სჯერა ურთიერთგაგების პოლიტიკის. მას არ მიაჩნია, რომ ბოიკოტებითა და ფართო ჟესტებით შეიძლება რაიმეს მიღწევა", - განაცხადა კემერონის ერთ-ერთმა თანაშემწემ.

ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ სოჭში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობაში იქნება კულტურის მინისტრი. მიუხედავად ამისა, დელეგაციის საბოლოო სია დადგენილი
არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭი 2014: ამერიკული პრესა - გენიალური ობამა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული