ოლიმპიური ოქრო მილიონი ღირს

AutoSharing Option
ლეგენდარული შავკანიანი ამერიკელი სპრინტერის ჯესი ოუენსის ოქროს მედალი აუქციონზე 1 466 574 დოლარად გაიყიდა. ამერიკელმა ეს ჯილდო 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ეს არის ახალი რეკორდი სპორტული ჯილდოების ღირებულების მიხედვით. წინა რეკორდი 865 ათას დოლარს უდრიდა - სწორედ ეს თანხა გადაიხადეს შარშან, აპრილში ვერცხლის თასისთვის, რომელიც 1896 წელს, პირველ ოლიმპიურ მარათონში გამარჯვებულს გადაეცა. ოუენსის მედლის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობი დარჩა. ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი მოუწოდებდა მეცენატებს გამოესყიდათ მედალი და ის ლოზანაში სპორტის მუზეომისთვის გადაეცათ.

ოუენსმა 1936 წელს
ოთხი ოლიმპიური ოქრო მოიგო - 100 და 200 მეტრზე სირბილში, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში. მოგვიანებით, მძლეოსანმა განაცხადა, რომ დაკარგა თავისი ჯილდოები და მას მედლების ასლები გადასცეს, რომელიც ახლა ოჰაიოში ინახება.

აუქციონზე გატანილი მედალი ადრე შავკანიანი მსახიობის ბილ რობინსონის ქვრივს ეკუთვნოდა. რობინსონი ოუენსის მეგობარი იყო. თუმცა მედალზე არ არის არანაირი წარწერა, რომელიც ადასტურებს, რომ ის სწორედ ლეგენდარულ ათლეტს ეკუთვნოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
WTA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული