რიო 2016: ცხოვრება გაჩერდა

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ოლიმპიურ ობიექტებს არა თუ არ იყენებენ, არამედ არც უვლიან. თითქმის ყველა არენას უკვე სერიოზული რემონტი ესაჭიროება.

ოლიმპიური პარკში სიცარიელეა - იქ აგვისტოდან ცხოვრება გაჩერებულია. ოლიმპიადის საწყლოსნო კომპლექსში ტურნირების ჩატარება შეუძლებელია. არენას, რომელმაც ოლიმპიადის დროს მწვანე წყლით გაგვაოცა, ახლა, ფსკერზე ჟანგიანი წყალი დაუგროვდა.

ერთი შეხედვით, ლეგენდარულ "მარაკანას" ყველაფერი წესრიგში აქვს - დეკემბერში ზიკომ იქ საქველმოქმედო მატჩიც კი ჩაატარა. მაგრამ იანვრიდან მოყოლებული, ვალების გამო, სტადიონზე წყალი არ არის, მოროდიორებმა კი ათასობით სავარძლები გაიტაცეს. კომპანია, რომელმაც ლეგენდარული
სტადიონი უნდა შეინახოს, სასამართლოს ძალით ცდილობს ვალდებულებები მოიხსნას.

პირველად 112 წლის განმავლობაში, ოლიმპიადაზე მედლები გათამაშდა გოლფში. რიოში შესაბამისი მოედანი 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. იქ ახლა აღარავინ თამაშობს და მისი შესანახი ფულიც არ არსებობს.

ოლიმპიურ საჩოგბურთო ცენტრს მოუნახეს ფუნქცია - სამი კვირის წინ, იქ გაიმართა ამხანაგური მატჩი პლაჟის ფრენბურთში.

უწყლო "მარაკანა", ჟანგიანი წყალი, ცარიელი არენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული