ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57კგ) მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, საუკეთესოები დაჯილდოვდნენ კიდევ 9 ნომინაციაში.

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ჭიდაობა);
2) საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია;
3) საუკეთესო გუნდი - ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრები;
4) საუკეთესო მენეჯერი - დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი);
5) საუკეთესო მწვრთნელი
- ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა);
6) საუკეთესო სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა);
7) საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა);
8) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო);
9) საუკეთესო მსაჯი - თემურ ყაზარაშვილი (ჭიდაობა);
10) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი - ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო).

ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი.

1) წლის აღმოჩენა - ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები;
2) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი);
3) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
4) წლის კაპიტანი - მამუკა გორგოძე (რაგბი);
5) წლის ბიზნესკომპანია - ვითიბი ბანკი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც რუსები ამბობენ-ჩტოტო ნიტო!
ezra
11:32 07-01-2016
0
რაღაც უაზრობას აქვს ადგილი,
ხინჩეგაშვილს ვულოცავ მის წინააღმდეგ არაფერ მაქვს მაგრამ, გორგოძე დ ზაზა ? წელს რომ ესენი თამაშობენ ისე ქართველ სპორცმენს არ უასპარეზია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! მოკლედ რამდენი სისულელე ხდება დღეში ვერ დათვლი კაცი.
Raio
10:46 07-01-2016
0

სიახლეები პოპულარული