Silk სპორტის პაკეტი Silk TV-ის მაყურებლებისათვის უფასო გახდა

AutoSharing Option
კიდევ ერთი საჩუქარი "სილქნეტისგან" - დღეიდან, "Silk სპორტის" სრული პაკეტი "სილქნეტის" ტელევიზიის ყველა მომხმარებელს უფასოდ გაუაქტიურდება. "სილქნეტის" სამ სპორტულ არხზე და "სეტანტას" ორ არხზე, აბონენტები მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩემპიონატის ყურებას დამატებითი ღირებულების გარეშე შეძლებენ.

"ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა სპორტის მოყვარულებისათვის. "Silk სპორტის" პაკეტი უნიკალურია - ფეხბურთის, ჩოგბურთის, კალათბურთის და სპორტის სხვა სახეობების ყველა წამყვანი ჩემპიონატის ნახვა მხოლოდ "სილქ ტვ"-შია შესაძლებელი", - განაცხადეს "სილქნეტში".

"სილქნეტის" სპორტულ არხებზე ("Silk სპორტი" HD 1, "Silk სპორტი" HD 2, "Silk სპორტი" HD 3
და "სილქ უნივერსალი") ინგლისის პრემიერ ლიგა და ესპანეთის ლა ლიგა ექსკლუზიურად შუქდება. Setanta Georgia და Setanta Georgia+ არხებზე იტალიის სერია A-ს და ბუნდესლიგის მატჩების და ფორმულა 1-ის რბოლების ყურებაა შესაძლებელი.

მომხმარებელი  "Silk სპორტის" პაკეტით 3 თვით, 15 იანვრამდე, უფასოდ ისარგებლებს. დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.



®
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაქთიზე გადადის ხალხი და რაღაც უნდა მოეფიქრებია სილქნეტს აუცილებლად :)
კარგია კონკურენცია!
რამო ბათუმი
13:24 13-10-2017
0
ჩემი ახლობელი მაგთიზე გადავიდა სილქიდან და ეხლა სულ თავბედს იწყევლის ისეთი საშინლად სამართავი პულტი აქვს. რასაც სილქნეტის პულტზე ერთხელ დაჭერით აკეთებ, იქ ამისთვის რამოდენიმე კომბინაცია უნდა გააკეთო.
levani
13:04 13-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული